ხაზარაძეს არ ახსოვს თავისი მევახშეობის ამბავი, არც ბინებისა თუ ბიზნესების ღამეული გადაფორმებები ემახსოვრება, ამ “მოქალაქეობრივი” და “მაღალზნეობრივი” ქმედებების გამო, სააკაშვილის ჯილდო ხომ საერთოდ დავიწყებული ექნება – ლევან ნიკოლეიშვილი

ამბობენ, ასაკთან ერთად, ადამიანებს მეხსიერების დაკარგვა თუ დაქვეითება ახასიათებთო, თუმცა ჩვენთან უფრო ამნეზიაა გავრცელებული, განსაკუთრებით – პოლიტიკური ამნეზია. როგორც ჩანს, აქ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება” გადასახადებს სხვადასხვა მეთოდით იპარავს.
ექსპერტის თქმით, ხაზარაძეს თავისი წარსული პოლიტიკური ამნეზიის გამო არ ახსოვს, თუმცა, ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს და სწორედ ის ასოცირდება ფულთან და გადასახადებთან დაკავშირებულ მაქინაციებთან.
“ამბობენ, ასაკთან ერთად, ადამიანებს მეხსიერების დაკარგვა თუ დაქვეითება ახასიათებთო, თუმცა ჩვენთან უფრო ამნეზიაა გავრცელებული, განსაკუთრებით – პოლიტიკური ამნეზია. როგორც ჩანს, აქ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
მაგალითად, ხანდაზმულ ხაზარაძეს არ ახსოვს თავისი მევახშეობის ამბავი, ფაქტობრივად, როგორი პირობებით ძარცვავდა ხალხს, არც ბინებისა თუ ბიზნესების ღამეული გადაფორმებები ემახსოვრება, ამ “მოქალაქეობრივ” და “მაღალზნეობრივი” ქმედებების გამო, სააკაშვილის ჯილდო ხომ საერთოდ დავიწყებული ექნება!
სამაგიეროდ, ხალხს ახსოვს ეს ყველაფერი. განსაკუთრებით, თუ საქმე ისეთ თაღლითობას ეხება, როგორიც გადასახადებთან თუ ფულთან დაკავშირებულ მაქინაციებია, რატომღაც, მაშინვე, ეს „მომავლის სპეტაკი პოლიტიკოსი“ ახსენდებათ!”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე