არქივი5 მაისი, 2024, 08:06
"ხავი, გთხოვთ, დარჩი" - ასე დასცინეს "ჟირონას" ფანებმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს [VIDEO]
გუშინ, 4 მაისს, ლა ლიგის 34-ე ტურში "ჟირონამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. "ბლაუგრანას" დამარცხებით კი "რეალი" ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა.
შეხვედრის მიმდინარეობისას, "ჟირონას" ფანები "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ხავის უმღეროდნენ.
"ხავი, გთხოვთ, დარჩი".
შეგახსენებთ, იანვრის თვეში ხავიმ განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს დატოვებდა, თუმცა აპრილში საკუთარი გადაწყვეტილება შეცვალა და კატალონიური კლუბის დატოვება გადაიფიქრა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.