არქივი27 მარტი, 2024, 03:54
ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს ულოცავს
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.
„საქართველომ, ისტორიაში პირველად, მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპის თასისთვის მას შემდეგ, რაც საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა. ვწუხვარ ჩემი ბერძენი მეგობრების გამო და მიხარია ქართველი მეგობრების გამო. გილოცავ, საქართველო“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.