არქივი10 ივლისი, 2024, 00:10
ხავიერ კოლომინა - კარგი შეხვედრა მქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან - ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
კარგი შეხვედრა მქონდა ვაშინგტონში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს პარტნიორობის ამჟამინდელი სტატუსი, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNPG) მე-10 წლისთავის აღნიშვნა და რეგიონალური განვითარებები.
"ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, - წერს ხავიერ კოლომინა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.