ხაბეიშვილი შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თვითონ შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია სპეცრაზმს წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ხაბეიშვილი ამ დრომდე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში რჩება, მას გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა.
ხაბეიშვილის ჩამტვრეული აქვს ცხვირის ძვლები, დაზიანებული აქვს თვალი. პარტიაში აცხადებენ, რომ ის სპეციალურად იმისთვის “გაიტაცეს” პერიმეტრიდან, რომ “ეს სისხლიანი ანგარიშსწორება მოეხდინათ”. ხაბეიშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრის, სოფო ჯაფარიძის მოსანახულებლად გუშინ კლინიკაში მივიდა სახალხო დამცველი.
“კადრებში კარგად ჩანს ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას”, – თქვა დარახველიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…