ხაბეიშვილი, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარის თანამდებობაზე, პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმნის დამჭედებლად მიიყვანეს და მან ეს ძალიან კარგად შეასრულა –

მმართველ გუნდში ”ნაციონალურ მოძრაობას” არსებულ შიდა დაპირისპირებას აფასებენ. “ქართული ოცნება” დარწმუნებულია, რომ ის, რაც ახლა ოპოზიციურ ძალაში ხდება, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ გააჯანსაღებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ენმ ქვეყნის დესტაბილიზაციას ემსახურება.
“ხაბეიშვილიზმი ჩამოყალიბდა, რომელსაც კეზერაშვილის ფინანსური მხარდაჭერა აქვს. ამ ვითარებაში, ვერ შემოდის ვერც დამატებითი იდეა და ვერც – სიახლეები. თუმცა, ეს არ არის პრობლემა, ეს არის ის თემა, რომელზეც თავადვე საუბრობენ. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო ინტელექტუალურად მაღალია, მაგრამ რისთვის? – ქვეყნის დესტაბილიზაციისა და დაშლისთვის,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურად დასრულებულია.
“ეს არის, პრაქტიკულად, დაშლილი და ბოროტი ძალა. ენმ-ს შეფასება არის ეს – ახლა იქ მიმდინარეობს პროცესები, რომელიც იურიდიულად გააფორმებს ამ ჩამოქცეულ და ბოროტ ძალას. ეს ყველაფერი ამის მანიშნებელია და ხელისგულზე დევს ეს ყველაფერი. მათ პოლიტიკურ კუბოზე ბოლო ლურსმნის დამჭედებლად ხაბეიშვილი მიიყვანეს და მან ეს ძალიან კარგად შეასრულა,” – აცხადებს ღუდუშაური.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები