ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაბეიშვილი: მთავარი, რაც ვარდების რევოლუციამ მოუტანა ქვეყანას, ეს სიამაყის განცდაა

· 83
·
·
ვარდების რევოლუციის რეფორმებმა მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში მოიტანა დემოკრატიის და რეფორმის ტალღა. მაგრამ მთავარი, რაც ვარდების რევოლუციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას, არის მოქალაქეობის, ამ ქვეყნის მესაკუთრეობის და სიამაყის განცდა.
რევოლუციამ უთხრა ხალხს, რომ წავიდა დრო, როცა ხალხი ემსახურებოდა მთავრობას და დადგა დრო, როცა მთავრობა უნდა ემსახუროს ხალხს. ჩვენ, აქ შეკრებილ ადამიანებს გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული, ვარდების რევოლუციის იდეალები და რწმენა, რომ საქართველოს შეუძლია, იყოს დამოუკიდებელი, წარმატებული, გამარჯვებული ევროპული ქვეყანა და ეს ორი იდეა უპირისპირდება დღესაც ერთმანეთს.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ვარდების რევოლუციის 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.