ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაბეიშვილი კანდიდატის სტატუსზე: ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა

ქართული ოცნება აბუჩად იგდებდა ევროკავშირს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, შესაბამისად, ეს გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხალხმა. არ შემიძლია, არ ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა. ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროკავშირის გზაზე. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება. ასე, რომ ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში მყოფი პატიმრები აღარ გვეყოლება.
ვულოცავ ქართველ ხალხს, საზეიმო ნამდვილად ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.