ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარეობას ტოვებს, მას თინა ბოკუჩავა შეცვლის

ლევან ხაბეიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მან თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წარადგინა.
პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა თავისი გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
"საზოგადოებამ იცის ერთი თვის განვითარებული მომვლენები. ჩემთვის ცხადია მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში ფაქტობრივად აკრძალულია რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც ოთხი თვეა დარჩენილი, პარტიის თავმჯდომარე არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს მუშა რეჟიმში, შესაბამისად ჩვენი გუნდის, ყველას გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება", - თქვა ხაბეიშვილმა. მისი თქმით, ის რამდენიმე დღეში მოიწვევს ნაციონალური მოძრაობის ყრილობას და ორ ცვლილებას შესთავაზებს: პირველი, პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურას, ხოლო მეორე ცვლილებად - ხაბეიშვილი პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ.
პოლიტიკური საბჭო არ არფის ყოველდღიური რუტინული მუშაობა, ცხადია, მე ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში ვიქნები ჩართული, ჩვენს გუნდთან ერთად. ყრილობას ამ ორ ცვლილებას თანხმობას ვთხოვ.
ბოკუჩავას არჩევის შემთხვევაში, ის ნაციონალური მოძრაობის პირველი ქალი თავმჯდომარე იქნება.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.