ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს – ბექა ოდიშარია

“ხაბეიშვილის თავის მოჭრას აპირებს მისივე პარტიის ნახევარი. იმდენად შეაძულა თავი თავის პარტიის წევრებს, რომ არა მხოლოდ ხაბეიშვილის გადადგომას, არამედ საერთოდ პოსტის გაუქმებას ითხოვენ, უთავოდ სიარული ურჩევნიათ ხაბეიშვილის თავით სიარულს” – პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ პარტიის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
“მე მესმის ამ პარტიის წევრების. რასაც დასთეს იმას მოიმკი. მთელს საქართველოს უწინასწარმეტყველებდნენ და ხატავდნენ აპოკალიფსურ სცენებს და თავად მიიღეს რეალური აპოკალიფსი საკუთარ პარტიაში”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ბათუმის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა პარტია ზუგდიდშიც დატოვეს. პარტიას ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის 17 წევრი გამოეყო. ამის მიზეზად ისინი არაფორმალურ და ერთპიროვნულ მმართველობას ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება