“ჭორიკანა “დედაკაცივით“ დეზინფორმაციას ავრცელებ“ – ღარიბაშვილის ცოლისძმა გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 10 დეკემბერს, დილით ტრავმატოლოგიურში სხვადასხვა დაზიანებებით იმყოფებოდა.
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“სულ გაგიბერია, ჭორიკანა “დედაკაცივით“ ავრცელებ დეზინფორმაციას“. – წერს თამაზაშვილი.
როგორც ბაჩიაშვილმა “ტვ პირველის“ ჟურნალისტს უთხრა, სხვა დამატებითი დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს , თუმცა დანამდვილებით იცის, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში მივიდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.