9
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
#დაინახე განსხვავება
მაშინ როცა ჭორვილელის გენპროკურორი ფარცხალაძე რუსების მხარეს იბრძვის, უკრაინის წინააღმდეგ. ჩემი გენპროკურორი 6 უცხო ენის მცოდნე, სიღნაღის და იუსტიციის სახლების აღმშენებელი, რომელიც აქედან წასვლის შემდეგ ერთი პერიოდი თავის სარჩენად მტვირთავადაც მუშაობდა, ზურა ადეიშვილი, რომელიც ნამდვილად არ იყო უნაკლო, ახლა კი უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელია, რომელიც ადოკუმენტირებს რუსების დანაშაულებს და მიაღწია დიდ წარმატებებს სხვა ქვეყნებში გაქცეული პრო-რუსი კორუფციონერების უკრაინაში ექსტრადირების საქმეში.
სანამ უკრაინაში წავიდოდა, ალბანეთის პრემიერ მინისტრის კანცელარიის უფროსი იყო და რეფორმებს ხელმძღვანელობდა ამ ქვეყანაში. შემდეგ უკრაინელებმა შესთავაზეს გენ. პროკურორობა და ჩემი თხოვნით გადასახლდა კიევში (მაშინ დანიშნა ბოლო წუთში გადაიდო).იმის გამო რომ ასეთი კადრი დავაკარგვინე, ჩემი ძველი მეგობარი ალბანეთის ლიდერი ედი რამა დღემდე არ მელაპარაკება.
საერთოდ ჩემს კადრებზე წეწვა-გლეჯვაა აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთის მეზობლებში. გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსი, დავით საყვარელიძე – უკრაინის გენპროკურორის მოადგილე, ხატია დეკანოიძე – უკრაინის ნაციონალური პოლიციის პირველი ხელმძღვანელი იყო, კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი. შაშკინი განათლების რეფორმას ატარებს უზბეკეთში. ჩემი ყოფილი მრჩეველი, ევროპარლამენტარი რაფაელ გლუქსმანი საფრანგეთის პრეზიდენტობის პოპულარული კანდიდატია. გოგა ცხაკაიამ საბაჟო რეფორმა გაატარა ლაოსში.
როგორც იტყვიან დაინახე განსხვავება.



