ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები თბილისში, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანია ხმა მიაწვდინონ ბიძინა ივანიშვილს შუქრუთელების პრობლემების შესახებ.
მათივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები და სოფელში ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა, აქედან გამომდინარე ისინი სოფლისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ითხოვენ.
ცნობისთვის, შუქრუთის მცხოვრებთა ნაწილი პარლამენტთან თითქმის ერთი თვეა შიმშილობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.