ჭიათურაში მაღაროელები მე-5 დღეა გაფიცულები არიან

ჭიათურაში მაღაროელები მე-5 დღეა გაფიცულები არიან. 1700-მდე მაღაროელი სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებს. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობის 12-საათიან გრაფიკზე გადასვლას და შესაბამის ანაზღაურებას მოითხოვენ.
სამი დღის წინ პირველი შეხვედრა “ჯორჯიან მანგანეზის ” ადმინისტრაციასთან უშედეგოდ დასრულდა. შემდეგი შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ კომპანია მოთხოვნებს არ შეასრულებს მაღაროელები უფრო მასშტაბურ აქციებს გამართავენ.
“შეხვედრაზევე მიზანი და მიზანი არის, რომ დარკვეთის მაღარო გაჩერებულია და არის პროტესტის რეჟიმში იმ სამუშაო პირობების გაუარესების გამო, რაც აქ არის. თანამშრომლები ითხოვენ 12-საათიან ვახტურ სამუშაო რეჟიმზე გასვლას როგორც გრაფიკულად, ისე ხელფასების მხრივ. ეს ყველაფერი არის კომპანიაზე დამოკიდებული”, – ამბობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე.
“არავის არ გვინდა ამ კომპანიის ჩაძირვა, მაგრამ როდესაც ადამიანი გეუბნება, რომ იმუშავე მეტი და მიიღე ცოტა, ეს არალოგიკურია და არ დავეთანხმებით ამას. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მაღაროელი დაიღლება, მაღაროელი არ დაიღლება”, – განაცხადა პროტესტის მონაწილემ, გიორგი კუპატაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ