ჭიათურაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა

ჭიათურაში, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის, კიდევ ერთი შეთანხმება გაფორმდა. საუბარია დარკვეთის მაღაროს სამუშაო გრაფიკის ცვლილებაზე, რომელიც ძალაში მომავალი წლიდან შევა.
შეთანხმების მიხედვით, იზრდება სამუშაო საათები და შესაბამისად სატარიფო ანაზღაურება. დარკვეთის მაღაროზე სამუშაო გრაფიკის ცვლილება სამედიაციო შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომელზეც მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობდა.
მედიაციის ფარგლებში, უკვე გაიმართა კომისიის ათზე მეტი სხდომა.
კომპანიაში “ჯორჯიან მანგანეზი” აცხადებენ, რომ ეტაპობრივად განაგრძობენ მუშაობას ტექნიკის გაუმჯობესებასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე, რომლის მიზანიც მოპოვებული მადნის თვითღირებულების შემცირებაა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო