არქივი1 დეკემბერი 2024, 10:38
ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ

ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათ კოცონი აქვთ დანთებული. გარდა ამისა, ადგილზე მიიტანეს საბურავებიც. აქციის მონაწილეები ერთმანეთს საკვებით ამარაგებენ.
აქციის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გაათენეს, მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი და ე.წ. გაზის კაფსულები.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.