ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო

ჭავჭავაძის გამზირზე პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. ჭავჭავაძის გამზირი სრულად საპოლიციო ძალებმა დაიკავეს.
მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია,სპეცრაზმი, რობოკოპები, წყლის ჭავლის მანქანა.
შინაგან საქმეთა სამინისრტოს წარმომადგენლები არიან განლაგებული მელიქიშვილის გამზირზეც.
რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს "ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის" 15-წუთიანი ვადა მისცა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან ერთად მეორე ღამე გაათენეს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.