ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია — შსს

ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია — შსს

დაკავებულია პირი, რომელიც ეჭვმიტანილია ჭავჭავაძის გამზირზე პარასკევს ღამით ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში. ინფორმაციას შსს ადასტურებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიყენებული დაზიანებების შედეგად 1964 წელს დაბადებული ლ.ჯ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 1965 წელს დაბადებული გ.ჩ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მკვლელობა 14 მარტს, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველთა თქმით, მკვლელმა რამდენჯერმე ისროლა და მიიმალა, რაც მოგვიანებით დადასტურდა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით.
გარდა ჯანგველაძისა, დაიჭრა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლები).

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.