პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჭავჭავაძის გამზირზე და რამიშვილის ქუჩის მიმდებარედ სამართალდამცველთა მობილიზაციაა

ჭავჭავაძის გამზირზე და რამიშვილის ქუჩის მიმდებარედ სამართალდამცველთა მობილიზაციაა

ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველთა მობილიზაცია შეინიშნება.
სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან, რომლებსაც სახე ნიღბებით აქვთ დაფარული.
ასევე, სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა რამიშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ. ადგილზე მობილიზებულია 30 - ზე მეტი ავტობუსი.
როგორც “ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სავარაუდოდ, ემზადებიან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გასასვლელად.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი უკვე მეორე დღეა მომიტინგეებს აქვთ გადაკეტილი, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.