არქივი7 მაისი, 2024, 11:06
ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მიწა ჩამოიშალა – მერია
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, უხვი ნალექის გამო, მიწის მასა ჩამოიშალა. გზის ამ მონაკვეთზე კლდოვანი ფერდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
„შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს 18:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებული გვირაბიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით,“ — აცხადებენ თბილისის მერიაში.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.