ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კლდოვან ფერდზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება – თბილისის მერია

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის გაწმენდითი სამუშაოები იგეგმება, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით, 14, 15 და 16 ნოემბერს, ღამის საათებში, 00:00-დან 06:00 საათამდე, საავტომობილო გადაადგილება სრულად შეიზღუდება – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„შეზღუდვა შეეხება ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთასთან არსებული გვირაბიდან მიხეილ თამარაშვილის გამზირამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუჩა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების გამოყენებით.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით!“ – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.