პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა - არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან

წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა - არსებული ინფორმაციით, დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან
ბათუმში, უბედური შემთხვევა იმ ადგილას მოხდა, სადაც 10 თებერვალს, ირაკლი კობახიძემ  „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპი დააანონსა - ადგილზე ტრაქტორები და სამშენებლო ტექნიკა იყო მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ ტერიტორია შემოსაზღვრული არ იყო და იქ არც რაიმე გამაფრთხილებელი ნიშანი იდგა
🔻 ე.წ. ოცნების ქალაქში ორი არასრულწლოვანი, თხრილში დღეს საღამოს ჩავარდა და დაიღუპა - დაღუპული მოზარდები 5 და 7 წლის არიან. ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.