“წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა ამათი დღევანდელი საქმე” – კახა კალაძე ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, არანაირი რესურსი მხარდაჭერის და თანადგომის არ გააჩნიათ.

კალაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას „შესაბამის ადგილს მიუჩენს”.

“ეს ადამიანები პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, მხარდაჭერისა და თანადგომის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაღაც თავისი წრე ადამიანების ჰყავთ, რომლებიც ბევრი კომპრომატებით, ბულინგით, შეურაცხყოფით დაშინებული ჰყავთ. აი, ამ წრეში არიან, იხარშებიან ერთმანეთში, აღრეულები არიან. მათ ჰგონიათ, რომ მთელი სამყარო მათ გარშემო ტრიალებს. რეალურად, აბსოლუტურად, რადიკალური ვითარებაა ქვეყანაში.

შესაბამისად, ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ – რატომ მიმართავენ ამ ყველაფერს? – მათ ქვეყნის შიგნით არანაირი რესურსი არ აქვთ, დღეს მათი რესურსი არის ნული და ხალხს რა დამოკიდებულებაც აქვთ მათ მიმართ, თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები, როცა ტარდებოდა, მაშინაც გამოჩნდა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ რა დამოკიდებულება ჰქონდა ქართველ ხალხს. შემთხვევითი არ არის ის, რომ დღეს ესენი ყველა ერთად არიან.

იმ ადამიანის თანაგუნდელი არიან, ვინც მაგალითად: პირდაპირ რეზიდენტს უწოდებდა და კიდევ სხვა რაღაცას. ერთად არიან, იმიტომ, რომ უთხრეს, რომ “ისინი ერთად უნდა იყვნენ”. ამ მოცემულობაში, რა თქმა უნდა, ხალხი მათ ყველას ერთად მიუჩენს შესაბამის ადგილს.

ერთადერთი, რაც დარჩენიათ არის მცდელობა, რომ გარედან განცხადებებით, რასაც ბოლო დღეებია ვისმენთ, ცდილობენ, რომ რაღაცა პოზიციები გაიმყარონ. ხომ იცით “წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო”. აი, ასეა ამათი დღევანდელი საქმე და მოცემულობა”, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით