ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის, ჯეირან ომანაძის, ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს" - "ფლანგვის დეტექტორი"

"წყალტუბოს საკრებულოს დეპუტატის ჯეირან ომანაძის ფირმებმა 45 მლნ ლარის ტენდერები მოიგეს და აქდდან 27 მლნ ლარი უკვე დაერიცხათ" - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ ჯეირან ომანაძე, გარდა დეპუტატობისა, ამ დროისთვის "ქართული ოცნების" შემწირველია, ხოლო 2010-2014- წლებში ის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი იყო.
''ჯეირან ომანაძე 2010-2014 წლებში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო საკრებულოში, ხოლო 2014-2017 2023-2024 წლებში მისმა კომპანიებმა 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგეს, საიდანაც 27 მილიონი ლარი უკვე დარიცხულია კომპანიების ანგარიშებზე.
ჯეირან ომანაძე „ქართული ოცნების“ შემომწირველიცაა - საკუთარი სახელით მან პარტიას 120,000 ლარი, ხოლო ერთ-ერთი კომპანიის სახელით 15,000 ლარი შესწირა.
საკრებულოს წევრისა და მის მიერ მოგებული მილიონობით ღირებულების ტენდერების შესახებ „ფლანგვის დეტექტორი“ 2020 და 2022 წლებშიც წერდა.'' - წერს ფლანგვის

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.