ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის აღდგენა ექვს დღეში დასრულდება - GWP

კომპანიის ცნობით, მეწყრულ ფერდობზე უკვე მეშვიდე ტერასა ეწყობა, ხოლო დატერასების სამუშაოების პარალელურად ადგილზე მილს სპეციალური ტექნოლოგიებით ეძებენ.
მათივე განცხადებით, დატერასების სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაზიანებული მილის მონაკვეთი ლოკალურად შეკეთდება.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების დაზიანებული ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენად მეწყრული მიწის ფერდის მოხსნის სამუშაოები 17 ივნისიდან დაიწყო.
ქსელის აღდგენამდე, კომპანია მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით აწვდის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.