არქივი11 აპრილი, 2026, 21:20
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე დივიზიონის მეოთხედფინალში უკრაინა 20:9 დაამარცხა და ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ერთი მატჩი აშორებს.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე 5 გატანილი გოლით ვატო დადვანი გახდა.
საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალში ავსტრალიას14:11 მოუგო.
მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მეორე დივიზიონიდან ორი საუკეთესო ნაკრები მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში 8 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.