ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“წულუკიანი ორჯერ ბელადის წინააღმდეგაც კი წავიდა, მაშ!” – მერაბ მეტრეველი

"წულუკიანის გუშინდელი ინტერვიუდან მარტო შპარგალკა და no, no რომ დაიმახსოვრეთ, ორჯერ ბელადის და პარტიული ხაზის წინააღმდეგაც კი წავიდა და განსხვავებული აზრი გამოთქვა, მაშ!
ერთი თქვა: კი მართალია მტკიცება, რომ ამ აქციებით ესენი დაიღალნენ და ენერგია გამოეცალათ, მაგრამ არც იმდენად რომ არჩევნების მერე აქციებისთვის არ ეყოთო და მეორე: ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს რომ ვიღებთ და კინოს და ტელევიზას შეზღუდვებს ვუწესებთ, ინტერნეტს რას ვუშვებითო? თუ მიზანი პროპაგანდისგან ბავშვის დაცვაა, ეგენი 24 საათი ინტერნეტში არიან და მაგათთვის ტელევიზიის შეზღუდვას რა აზრი აქვსო?
თქვენ კიდევ არ აფასებთ," - წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.