ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წულუკიანის კომისიაზე 12:00 საათზე დაბარებულმა გახარიამ 12:00 საათზე ბრიფინგი პარტიის ოფისში დანიშნა

წულუკიანის კომისიაზე 12:00 საათზე დაბარებულმა გახარიამ 12:00 საათზე ბრიფინგი პარტიის ოფისში დანიშნა

ხვალ, 14 აპრილს, 12:00 საათზე  გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში ბრიფინგი ჩანიშნა. იმავე დღეს, ზუსტად 12:00 საათზე გახარიას თეა წულუკიანი "ქართული ოცნების" პარლამენტში კომისიის სხდომაზე ელოდება.

გიორგი გახარია 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარეს. იმ დროს გახარია "ქართული ოცნების" მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

გახარია პირველი ადამიანია, რომელიც "ქართული `ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მომხდარი ამბის შესახებ გამოსაკითხად დაიბარეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.