,,წულუკიანის გაძევებულ ნაცებს დავით ლორთქიფანიძე უკან, მუზეუმში აბრუნებს“ – ნინო მიქიაშვილი

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი:

,,წულუკიანის გაძევებულ ნაცებს დავით ლორთქიფანიძე უკან, მუზეუმში აბრუნებს

საქართველოს ხელისუფლების ძვირფასო ხელმძღვანელებო,

თქვენი განცხადებების ფონზე, რომ სახელმწიფო სამსახურები იწმინდება ნაცებისგან (ანუ უცხო ქვეყნების მსახურებისგან), აგერ, ჩვენი დედაქალაქის შუაგულში – რუსთაველის გამზირზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენდირექტორი დავით ლორთქიფანიძე მუზეუმში აბრუნებს ქალბატონ თეა წულუკიანის მინისტრობისას გაშვებულ ნაცებს.

აი, მაგალითად, ეს ადამიანი, მიშა წერეთელი თავის ადგილას დააბრუნა – ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ დანიშნა.

მე ჩემი თვალით ვნახე მიშა წერეთელი როგორ დაძუნძულებდა ნაცაქციებზე; ანუ, საქართვდლოს ხელისუფლების ამოსატრიალებელ აქციებზე.

კიდევ ერთი – ბატონმა წერეთელმა 2018 წელს გადამღები აპარატი ხელიდან გამომგლიჯა და გაიქცა, რის შემდეგაც ძველი თბილისის პოლიციის განყოფილებაში გამოძიება დაიწყო, რაც ცალკე საკითხია და რაზეც უფრო ვრცლად მოგვიანებით მოგახსენებთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: რა უნდა ამ პავლიკ მოროზოვს პოლონეთში… რა და საკუთარი ბინძური, ამ გზით ნაშოვნი ფულები რომ დააბანდოს ვარშავაში გახსნილ თავის კაფე რესტორანში და თანაც იქ ჩვენს გაწამებულ ემიგრანტებს უთვალთვალოს