წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ

წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი (Basel AML Index) ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს. „წონადმა უცხოელმა ანალიტიკოსებმა მორიგი მითი დაამსხვრიეს საქართველოს ე.წ. “შავ საფინანსო ხვრელზე” – Basel AM-ის ინდექსით, ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით, საუკეთესოებს შორის ვპოზიციონირებთ.
ნეოკოლონიალისტებისა და მათი ნაცფინიების უზნეო პროპაგანდა ჯერ არ გაქრება. თუმცა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალგანზომილებიან დადებით შეფასებებს თავისი ძალა აქვთ გლობალურ ასპარეზზე საღად მოაზროვნე პოლიტიკური აქტორებისა და დაინტერესებული ინვესტორებისთვის. ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსი (Basel AML Index) ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.
ეს საქართველოს ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ფულის გათეთრების საფრთხის სიმცირით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. ამასთან, საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშიცაა. ინდექსი ზომავს ფულის გათეთრების და მასთან დაკავშირებული ფინანსური დანაშაულის რისკს ქვეყნებსა და იურისდიქციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. იგი იყენებს კომპოზიტურ მეთოდოლოგიას, 17 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება ხუთ აგრეგატულ რისკ-ფაქტორში:
1. ხარვეზები ფულის გათეთრების აღკვეთის ჩარჩოში
2. კორუფცია და თაღლითობა
3. ცუდი ფინანსური გამჭვირვალობა და სტანდარტები
4. ცუდი საჯარო გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება 5. სუსტი პოლიტიკური უფლებები და კანონის უზენაესობა ანგარიში ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციების თემატურ გამოკვლევებს.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები