წმინდა წყლის პუტჩისტები არიან – სოსო მანჯავიძე სალომე ზურაბიშვილზე

პუტჩს აანონსებენ ესენი. პუტჩია ჩვეულებრივი, ხომ გახსოვთ ეროვნული კონგრესი რომ შექმნეს, არჩევნები რომ ჩატარდა პარლამენტის და მერე პუტჩი რომ მოხდა. იგივე სქემაა, უნდათ, რომ შექმნან მეორე პოლიტიკური ცენტრი. გასაგებია, რომ აქვთ მხარდაჭერა, ფული და ვალდებულებები და შესაბამისად ცდილობენ ამას, თუმცა ახლა არა მგონია, რომ ეს გამოუვიდეთ, – ასე უპასუხა გადაცემაში “თავისუფალი სივრცე” ჟურნალისტის შეკითხვას პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების არ აღიარების, მისთვის უფლებამოსილების გაგრძელების მოთხოვნისა და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დაკავშირებით პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები წმინდა ფაშიზმია, ისინი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან იმის მიუხედავად რა შედეგები დადგება რეალურად საარჩევნო პროცესის შედეგად და ფაშისტებთან მოლაპარაკება გამორიცხულია. მანვე აღნიშნა, რომ ოპოზიციას სურს არაკონსტიტუციური გზით გადაატრიალონ ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ეს გამოიწვევს უდიდეს უბედურებას.
„ახლა თვითონ ეს წმინდა ფაშიზმია, როგორც მაშინ იყო ისე ახლა და რა არის ფაშიზმის დამახასიათებელი თვისება – ისინი ძალაუფლებისკენ მიისწრაფვიან იმის მიუხედავად რა შედეგები დადგება რეალურად საარჩევნო პროცესის შედეგად. გამორიცხულია, ფაშისტებს ვერ მოელაპარაკები. შეეცადო მართო ქვეყანა, მაშინ, როდესაც გყავს ასეთი ძალა ოპოზიციაში, ე.წ. ოპოზიციაში, თორემ არანაირი პოლიტიკური ოპოზიცია ეს არ არის, მე მათგან არავითარი პოლიტიკური, რაც რეალური პოლიტიკაა, არაფერი გამიგონია, გარდა იმისა, რომ იძახიან ხან რუსეთი, ხან ისა, რაღაც გეოპოლიტიკაზე არიან ძირითადად ორიენტირებული და ასრულებენ იმ დავალებებს, რომელიც მოსდით.
მართო ამ ძალასთან ერთად იგივეა, რომ სახლში გყავდეს სკუნსი და ფრანგულ სუნამოებს ისხამდე, იმიტომ, რომ ის სკუნსი გამოაფრქვევს ბოლო ბოლო ჯირკვლებიდან, იმას, რაც აქვს და აგაქოთებს და აქედან გამომდინარე ეს შეუძლებელია. რაც არ უნდა საარჩევნო ბალეტი იცეკვოს „ოცნებამ“, როგორი პირუეტებიც არ უნდა აკეთოს და გედების ტბა იცეკვოს, მაინც გამოუცხადებენ, რომ არ არის ლეგიტიმური და მორჩა. რასაც ესენი აკეთებენ წმინდა წყლის პუტჩისტები არიან, წმინდა წყლის არაკონსტიტუციური გზით უნდათ გადაატრიალონ ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ეს გამოიწვევს უდიდეს უბედურებას, რომ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ ისეთს“, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით