წლის საუკეთესო თამაშად Baldur’s Gate 3 დასახელდა

2023 წლის საუკეთესო თამაშად Larian Studios-ის ახალი RPG, Baldur’s Gate 3 დასახელდა. BG3-მა 8 ნომინაციიდან 6-ში გაიმარჯვა.
Baldur’s Gate 3-თან ერთად წლის საუკეთესო კომპიუტერულ თამაშად ნომინირებული იყო: The Legend of Zelda: Tears of the Kingdom, Alan Wake 2, Marvel’s Spiderman 2, Resident Evil 4, Super Mario Bros. Wonder.
გასულ წელს, წლის საუკეთესო თამაშად Elden Ring დასახელდა.
Baldur’s Gate 3 როლური ვიდეოთამაშია, რომელიც დაფუძნებულია ცნობილი როლური სამაგიდო თამაშის, Dungeons & Dragons-ის სისტემაზე. თამაშის სრული ვერსია 2023 წლის 3 აგვისტოს გამოვიდა და მისი თამაში შესაძლებელია პერსონალურ კომპიუტერზე, PlayStation 5-სა და Xbox Series X/S-ზე. ოქტომბრის მონაცემებით, BG3-ის გამოსვლიდან ვიდეოთამაშების პოპულარულ პლატფორმაზე, Steam-ზე უკვე 21 მილიონი ასლი გაიყიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…

“როცა სოხუმი უკანასკნელ დღეებს, საათებს და მებრძოლებს ითვლიდა, სენაკის სამხედრო აეროპორტში პრეზიდენტი გამსახურდია ჩამოფრინდა. მისი გამოჩენა იმდენად მოულოდნელი და შოკის მომგვრელი იყო, რომ კარგა ხანს მანქანაც ვერ მონახეს, რომ ზუგდიდში ჩამოეყვანათ”