წლის პირველ ნახევარში ფულადი გზავნილები წლიურად 30.3%-ით შემცირდა - Galt&Taggart
ჯამურად, 2024 წლის პირველ ნახევარში ფულადი გზავნილები წლიურად 30.3%-ით შემცირდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაში წერია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში ფულადი გზავნილები წლიურად 20.9%-ით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შედგინა, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 27.1%-იანი კლების შემდეგ, რაც იხსნება გასული წლის მაღალი ბაზით და გზავნილების ნორმალიზებით რუსეთიდან.
ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები წლიურად გაიზარდა შემდეგი ქვეყნებიდან: ევროკავშირი (+6.9%, მთლიანის 43.9%), აშშ (+22.2%, მთლიანის 17.0%) და ისრაელი (+0.1% წ/წ, მთლიანის 6.9%). ამასთან, კლება დაფიქსირდა რუსეთიდან (-62.3% წ/წ, მთლიანის 17.4%), ყაზახეთიდან (-37.4% წ/წ, მთლიანის 3.8%) და თურქეთიდან (-24.9% წ/წ, მთლიანის 2.9%).
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.