წლის პირველი ოქროს მედალი საქართველოში მოდის
აზერბაიჯანში გამართულ “arpachay open”-ის საერთაშორისო ტურნირზე უტა ფონიავამ პირველი ადგილი დაიკავა.
პირველ ბრძოლაში მან თურქი სპორტსმენი ანგარიშით 6-2 დაამარცხა. მეორე წრეში დამაჯერებლად გაიმარჯვა აზერბაიჯანელ სპორტსმენთან ანგარიშით 7-0. ნახევარფინალში მან კიდევ უფრო შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა და 8-0 დაამარცხა მასპინძელი.
ფინალში უტა აზერბაიჯანელ სპორტსმენს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 5-2, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
უტა ფონიავას პირადი მწვრთნელი გელა ანთიაა, ხოლო მას თან ახლდა საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ლაშა კოდუა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.