ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“წლის მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება Spotlight ბრუნდება - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია”

23-24 დეკემბერს თბილისში მთავარი მარკეტინგული და ინსპირაციული ღონისძიება - Spotlight-ი გაიმართება, რომელიც marketer.ge-ს გუნდის მიერ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
უკვე მეათე წელია Spotlight-ი შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, დაესწრონ შთამაგონებელ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და ვორქშოპებს, მიიღონ ახალი ცოდნა, გაიზიარონ გამოცდილება და შეიძინონ ახალი კავშირები.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ღონისძიების მთავარი თემა „მემკვიდრეობაა“. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოისმინონ დავით გოგიჩაიშვილის, ალექს ჩიქოვანის, გიორგი პოპიაშვილის, ეკა ყიფიანის, ნინო ეგაძის და სხვა სპიკერების გამოსვლები ამ თემასთან დაკავშირებით. სპიკერების სრული სიის სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.