ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა 5.6%, ინფლაცია 4.1%, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%, 1 დოლარი კი 2.75 ლარი იქნება - „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზი

2024 წელს, საბაზო სცენარით ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - ეკონომიკის ზრდა, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთები და ლარის გაცვლითი კურსი - ბოლო წლების მნიშვნელოვანი მერყეობების შემდეგ, უფრო ნორმალიზდება. ამის შესახებ, თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში „2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა“ არის ნათქვამი.
საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ეკონომიკური ზრდა 5.6%, ინფლაცია 4.1%, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%, 1 ევრო - 1.12 დოლარი, 1 დოლარი - 2.75 ლარი, ხოლო 1 ევრო 3.08 ლარი იქნება.
გარდა ამისა, „თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2024 წელს მსოფლიოში, ცენტრალური ბანკების მიერ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.