არქივი25 დეკემბერი, 2023, 20:28
წლინახევრის ბავშვს ლობიო გადასცდა და დაიღუპა
ვანის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. სოფელ შუა გორაში წლინახევრის ბავშვს ლობიო გადასცდა.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ბავშვს ასფიქსია განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.