წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში და 25%-მდე მერყეობს „ქეშბექი“ კვერცხთან მიმართებით - „კოდა“

წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში და ე.წ. ქეშბექი წლიდან წლამდე მატულობს, - ამის შესახებ შპს „პოულტრი ჯორჯია”-ს („კოდა“) წარმოების დირექტორმა გიორგი ავალიანმა ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, კომპანიის მარჟა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 10%-ია.
„ჩვენი გაყიდვების 90% მოდის ქსელურ მაღაზიებზე. დისტრიბუციას ჩვენ თვითონ ვაკეთებთ. კომპანიის მარჟა ბოლო წლების განმავლობაში 10%-ია.
პრობლემას ვხედავთ იმაში რომ, წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მდგომარეობა ქსელურ მარკეტებში და ე.წ. ქეშბექი წლიდან წლამდე მატულობს. დღევანდელი მოცემულობით 22%-დან 25%-მდე მერყეობს „ქეშბექი“ კვერცხთან მიმართებით“, - განაცხადა ავალიანმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.