წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში

წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა ზედიზედ 10 თვის მანძილზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება კლიმატის ცვლილების ევროპულ სამსახურზე, Copernicus-ზე დაყრდნობით.
ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 12 თვე ასევე ითვლება ყველაზე ცხელ პერიოდად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტამდე, საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,58 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1850-1900 წლების პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო ტემპერატურას.
„ასეთ ჩანაწერებზე დაკვირვება – თვიდან თვემდე – ნამდვილად გვაჩვენებს, რომ ჩვენი კლიმატი იცვლება, სწრაფად იცვლება“, – თქვა Copernicus-ის დირექტორის მოადგილემ, სამანტა ბერჯესმა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, 2023 წელი უკვე გახდა ყველაზე ცხელი წელი პლანეტაზე, კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია რეკორდული რაოდენობის ტყის ხანძრები ვენესუელაში და გვალვა სამხრეთ აფრიკაში.
Copernicus-ის მიხედვით, სიცხის მთავარი მიზეზი იყო ანთროპოგენური სათბურის გაზების გამოყოფა. კლიმატოლოგ ფრიდერიკა ოტოს თქმით, თუ ეს ემისიები არ შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ დათბობას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ გვალვებს, ხანძრებს, სიცხეს და კოკისპირულ წვიმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს