"წლები ვერაფერს გაკლებს.. გვიხარია შენი დაბრუნება" - რა ფოტოებს აქვეყნებს ნინა წკრიალაშვილი - Marao
ნინა წკრიალაშვილი ქართველმა საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ტელეეკრანებზე პირველად გამოჩნდა. ნინა, მუსიკალურ კარიერასთან ერთად, ტელეწამყვანობასაც ითავსებდა და არაერთი გადაცემის წამყვანადაც ვიხილეთ. ნინა ქართული შოუებსი საყვარელი და სასურველი სტუმარიც იყო თუმცა, მიუხედავად პოპულარობისა, მან რამდენიმე წლის წინ ქვეყნიდან წასვლა გადაწყვიტა.
ახლა 44 წლის მომრერალი და ტელეწამყვანი საბერძნეთში ცხოვრობს და იქ საქმიანობს. ქართულ მედიას საკუთარ ამბებს თითქმის არასდროს უზიარებს და სოციალურ ქსლეშიც იშვიათად ჩნდება.
2020 წელს ნინამ ფოტოები რჩეულთან წარმოშობით ალბანელ ილიას აზარისთან ერთად გამოაქვეყნა. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს, თუმცა აქვს თუ არა წყვილს კვლავ ურათიერთობა, ამაზე კომენტარი ნინას არ გაუკეთებია.
ამჯერად ნინამ ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და გამომწერებისგან არაერთი კომპლიმენტიც დაიმსახურა: "ნინა, გვიხარია შენი დაბრუნება", "ულამაზესი ქალი", "წლები ვერაფერს გაკლებს" - წერენ კომენტარებში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.