წინ ევრობასკეტისკენ – საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

21 თებერვალს, 21:00 საათზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები დანიასთან შეხვედრას თბილისში გამართავს.
აღნიშნულ თამაშზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის მიერ შერჩეული შემდეგი კალათბურთელები ითამაშებენ:
· რატი ანდრონიკაშვილი (ობრადოირო, ესპანეთი);
· კამარ ბოლდუინი (ბასკონია, ესპანეთი);
· მათე ხატიაშვილი (ბასკონიაU18, ესპანეთი);
· ლუკა ლიკლიკაძე (ორბი);
· გიორგი ოჩხიკიძე (ქუთაისი);
· ლუკა მაზიაშვილი (ამრაგაგრა);
· კახა ჯინჭარაძე (ამრაგაგრა);
· დუდა სანაძე (ესპეროსი, საბერძნეთი);
· სანდრო სანაძე (ზესტაფონი);
· ალექსანდრე ფევაძე (თსუ);
· ბექა ბურჯანაძე (კორუნა, ესპანეთი);
· თორნიკე შენგელია (ვირტუსი, იტალია);
· გიორგი შერმადინი (ტენერიფე, ესპანეთი);
· ილია ლონდარიძე (ბათუმი);
· გიორგი კორსანტია (ქუთაისი).
დანიის საკალათბურთო ნაკრების რიგებში კი იქნებიან ევროლიგის ვარსკვლავები: პარტიზანის უკანახაზელი, იფე ლუნდგერგი და მილანის მსუბუქი ფორვარდი, შევოლ შილდსი. მათი მწვრთნელი კი ალან ფოსია.
დანიასთან თამაშის შემდეგ საქართველო შეხვედრას 24 თებერვალს 23:00 საათზე სერბეთთან გამართავს.
კონტინენტის პირველობას ერთდროულად 4 ქვეყნის 4 ქალაქი უმასპინძლებს: ტამპერე (ფინეთი), კატოვიცე (პოლონეთი), ლიმასოლი (კვიპროსი) და რიგა (ლატვია).
ევრობასკეტი 2025 სტარტს 27 აგვისტოს აიღებს, 14 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ევროპის 24 საუკეთესო ქვეყანა მიიღებს.
ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს დარჩენილ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში. წინ ევრობასკეტია!
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

შოთა დიღმელაშვილი: მსოფლიოს გარშემო ამ ტაუერებზე სახელის ლიცენზია ბევრჯერ დაკარგულა, ბევრჯერ თავად პროექტი გაჩერებულა, ბათუმის ტრამპ ტაუერის პროექტს ივანიშვილი “ტრიუკს” უწოდებდა. ამ ფაქტების ერთობლიობიდან გამომდინარე შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ …

ზურაბ ჯაფარიძე: ზურაბ ჯაფარიძე: გავერთე და ფასები შევადარე ტრამპ თაუერის 1 კვ/მ-ზე დაანონსებულ ფასში, შეგიძლია იყიდო ბინა/აპარტამენტი: მადრიდში, ბარსელონაში, ლისაბონში, რომში, მილანში, ათენში…

ირმა ინაშვილი – თუ „პატრიოტთა ალიანსის“ და ღარიბაშვილის პოლიტიკური ერთობა შედგება, ეს სერიოზულ სიახლეს შემოიტანს პოლიტიკურ ველზე – ლილუაშვილს არ მოვიაზრებ იმიტომ, რომ პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა