წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი. ჩვენი ერთობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში

წინა დღეების ქართველებს უპირობოდ გვიყვარდა, ვითვალისწინებდით და გვერდში ვედექით ერთმანეთს. საამაყოა, რომ ყველამ ერთად ასე ღირსეულად გავაცილეთ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. ჩვენი ასეთი ერთობა, სოლიდარობა, ერთმანეთის გატანა და ასეთი სიყვარული, ყველაზე უფრო ახარებს ჩვენს სულიერ მამას ზეციურ საქართველოში, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლევან მაჭავარიანის განცხადებით, პატრიარქის ხათრით ყველა ვალდებულია, რომ არ გამოვიდეს იმ სიყვარულის მდგომარეობიდან, რომელშიც ქართველი ერი ბოლო დღეების განმავლობაში იმყოფება.
„წინა დღეებში ჩვენ მართლაც, რომ შევძელით პატრიარქის ნანატრი საქართველო და ქართველები ვყოფილიყავით. ახლა ზეცაში გვყავს ყველაზე დიდი გულშემატკივარი. იქიდან დაგვლოცავს და გაგვაძლიერებს, ხოლო ჩვენ მისი ხათრით მაინც ვალდებულები ვართ, რომ გვიყვარდეს, პატივი ვცეთ და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. არ გამოვიდეთ სიყვარულის ამ მდგომარეობიდან და ყოველ დღე ვეცადოთ, რომ როგორც უწმინდესი გვასწავლიდა – ნაკლოვანებები საკუთარ თავში ვეძებოთ და იმაზე უკეთესები გავხდეთ, ვიდრე გუშინ ვიყავით.
წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა, თურმე რა მაგრად გვყვარებიხარ, პატრიარქო, მშვიდობით და ყველაფრისთვის ძალიან დიდი მადლობა.
ღმერთი, სამშობლო, ადამიანი,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა