მანდატების გადანაწილების შესახებ წინასწარი პროგნოზის მიხედვით, რომელიც უბნების 67.55%-დან მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია “სამოქალაქო კონტრაქტი” პარლამენტში 61 მანდატის აღებას ახერხებს, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს ჯამში 44 მანდატი აქვთ. ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 67.55%.
აქედან ბიზნესმენ სამველ კარაპეტიანის პრორუსული ალიანსი “ძლიერი სომხეთი” 28 მანდატს იღებს, საარჩევნო ბლოკი “სომხეთი” – 11 მანდატს, ხოლო პროკრემლისტური პარტია “აყვავებული სომხეთი” – 5 მანდატს.
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგების მიხედვით, ფაშინიანის პარტია ხმათა 50.83%-ით ლიდერობს, ოპოზიციურ “ძლიერ სომხეთს” ხმების 23.54% აქვს, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფ საარჩევნო ბლოკ “სომხეთსა” და “აყვავებულ სომხეთს”, შესაბამისად, ხმების 9.46% და 4.10% აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ პროკრემლისტური “აყვავებული ხმების” მიერ დაგროვებული ხმების რაოდენობა მხოლოდ 0.1%-ით აღემატება 4%-იან ბარიერს.
ცნობისთვის, სომხეთის პრემიერმინისტრმა და პარტია სამოქალაქო კონტრაქტის ლიდერმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე გამოაცხადა და თქვა, რომ მისი პარტია მთავრობას სხვა პარტიების ჩართულობის გარეშე ჩამოაყალიბებს. მანვე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ 2021 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით უფრო მეტი ხმა მოიპოვა.
ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა