წინასწარი შედეგებით, საქართველოს მმართველი პარტია გადამწყვეტ არჩევნებში იმარჯვებს – სააგენტო “როიტერი”

ოფიციალური წინასწარი შედეგებით, საქართველოს ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა შაბათს საპარლამენტო მოიგო, თუმცა ოპოზიცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, აღიაროს დამარცხება და საშუალება მისცეს სამხრეთ კავკასიის ქვეყანას, ევროკავშირს დაუახლოვდეს, – აღნიშნულია Reuters-ის სტატიაში, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგებს ეძღვნება.
„ქართული ოცნების“ მილიარდერი დამფუძნებელი , ოპოზიცია და უცხოელი დიპლომატები ამ არჩევნებს განიხილავდნენ, როგორც გარდამტეხ მომენტს, რომელიც გადაწყვეტს, საქართველო დასავლეთს დაუახლოვდება თუ რუსეთისკენ გადაიხრება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე“, – ნათქვამია სტატიაში.
გამოცემას მოჰყავს როგორც ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი ოფიციალური შედეგები, ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ტელეკომპანიის დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს მკვეთრად განსხვავებული პროგნოზები აჩვენა.
Reuters-ი ასევე წერს, რომ გამარჯვება იზეიმა როგორც მმართველმა პარტიამ, ასევე ოპოზიციამ, ზოგიერთმა დამკვირვებელმა კი, საარჩევნო დარღვევების შესახებ განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით