ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წინასწარი შედეგებით აზერბაიჯანის პრეზიდენტი ლიდერობს საპრეზიდენტო არჩევნებზე

აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ხმების 92.1%-ით ლიდერობს წინასწარი შედეგების თანახმად საპრეზიდენტო არჩევნებზე.
7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულმა სამსახურმა შეაგროვა ინფორმაცია კენჭისყრის დროს სავარაუდო დარღვევების , მათ შორის ე.წ. „კარუსელების“ შესახებ, როცა ერთი და იგივე პირები სხვადასხვა უბნებზე აძლევენ ხმას, ასევე მელნით ხელზე ბეჭდის უხარისხოდ დასმის, ბიულეტენის გაყალბების და ერთ საარჩევნო კაბინაში რამდენიმე ამომრჩევლის ყოფნის შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.