წინასწარი მონაცემებით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ვუჩიჩის პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების მიხედვით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტია ლიდერობს, – ამის შესახებ BBC წერს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ, ბიულეტენების ნახევრის დათვლის შემდეგ, “სერბეთის პროგრესულ პარტიას” ხმების 47% აქვს და პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს. რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში ალიანსის – “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” სახელით იყრიდნენ კენჭს – მათ, წინასწარი მონაცემებით, ხმების 23.1% მიიღეს.
ოპოზიციური ალიანსი “სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ” შეიქმნა მაისში, ორი მასობრივი სროლის შემდეგ, რამაც, ქვეყნის მასშტაბით, საპროტესტო ტალღა გამოიწვია. თავდასხმებს 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 10 ადამიანი ბელგრადის სკოლაში მომხდარი თავდასხმისას მოკლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება