წინასწარი მონაცემებით, თელავში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო

წინასწარი მონაცემებით, თელავში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო. თელავის #17 ოლქში შემავალი 43 საარჩევნო უბნიდან, 33 საარჩევნო უბანზე არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ხოლო 10 უბანზე ძველი წესით.
როგორც საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ გაიპარაშვილმა განაცხადა, „თელავში არჩევნები გამჭვირვალე და მშვიდ ვითარებაში ჩატარდა”.
მისივე ინფორმაციით, #17 ოლქში დაწერილია მხოლოდ ერთი საჩივარი.
„უცხოელი დამკვირვებლები გაოცებულები არიან პროცესის გამჭვირვალობით და ორგანიზებით. საჩივრებს რაც შეეხება, ერთადერთი საჩივარია, რომელიც დაიწერა მხოლოდ იმის გამო, რომ ამომრჩეველმა კაბინაში გადაიღო ფოტოსურათი. ფაქტთან დაკავშირებით მოხდა თავმჯდომარის მყისიერი რეაგირება”, – განაცხადა რევაზ გაიპარაშვილმა.
თელავის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნებში რეგისტრირებულია 54 572 ამომრჩეველი, საარჩევნო უბანზე გამოცხადდა 31 105 ამომრჩეველი, რაც 57% შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება