ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"წინანდლის მამულმა" საერთაშორისო დაჯილდოება Luxury Awards-ზე საუკეთესო სასტუმროს ტიტული მოიპოვა

სასტუმრო “რედისონ ქოლექშენ წინანდლის მამულმა” Luxury Lifestyle Awards 2024-ზე საუკეთესო ღვინის მარნისა და სასტუმროს ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა.
Luxury Lifestyle Awards-ი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით პრემიალური ხარისხის პროდუქტებისა და მომსახურების საუკეთესო ბრენდებს ავლენს. დაჯილდოება წელს მეთხუთმეტედ გაიმართა - ამ დროის განმავლობაში Luxury Awards-მა 100-ზე მეტი ქვეყნის 5 000-მდე დასახელების ბრენდის სერვისებიდან გამორჩეული, საუკეთესო კომპანიები, სხვადასხვა ინდუსტრიიდან გამოავლინა.
მოკვლევის ფარგლებში, დაჯილდოების საორგანიზაციო კომიტეტმა “წინანდლის მამული” სტუმარმასპინძლობის სექტორში საუკეთესო სასტუმროდ დაასახელა. ნომინაციაში - Best Luxury Wine Estate Hotel in Kakheti, Georgia - გამარჯვება “რედისონ ქოლექშენმა” თავისი უნაკლო რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის წყალობით შეძლო.
წინანდლის მამულში 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2018 წელს გახსნა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.