არქივი1 მაისი, 2024, 11:52
წილოსანის აზრით, ცნობილი ადამიანები აქციას მხარდაჭერას ლაიქების გამო უცხადებენ
რუსული კანონის მხარდამჭერი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის აზრით, ცნობილი ადამიანები - სპორტსმენები, მოდელები, წამყვანები და ა.შ. კანონის საწინააღმდეგო აქციას მხარდაჭერას ლაიქების გამო უცხადებენ.
წილოსანი მათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზეც კი აძლევს რჩევას.
"თავისთავად, ინსტაგრამ სთორები უფრო მეტ ლაიქებს მოგიტანთ...
მაგრამ ისტორიის სწორ მხარეს დგომა და ნაცების რევოლუციური სცენარისგან დისტანცირება, თქვენი როგორც მოქალაქეების, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა", - დაწერა წილოსანმა.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.