პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

წილოსანის აზრით, მსახიობები, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევიან

რუსული კანონის მხარდამჭერი ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის აზრით, მსახიობები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებენ, პოლიტიკაში ნაკლებად ერკვევიან.
წილოსანმა რჩევა მისცა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც.
"ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსების და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს. დარწმუნებული ვარ ის მსახიობები, რომლებიც ერთვებიან ამ პროცესებში, საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულნი.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო - რუსეთს, ეკრანებს და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა იქ გვესაუბრონ", - წერს წილოსანი.
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე არა ერთი მსახიობი იმყოფებოდა, მათ შორის ნინო კასრაძე. კანონი გააპროტესტეს ვასო აბაშიძის თეატრშიც.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.